Followers.ge-დან შეძენილი სერვისებში გადახდილი თანხის დაბრუნება შეიძლება მხოლოდ ამ წესების დაცვისა და ქვემოთ მითითებული დაბრუნების პერიოდში შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში.
თანხის დაბრუნება შეუძლებელია თუ მოხმარებლმა ისარგებლა შესაბამისი სერვისით და მისი დადასტურება განახორციელა შესაბამისი ღილაკზე დაჭერით ან სერვისის ფაქტობრივად დასრულების შემდეგ, 2 დღის (48საათი) ვადაში არ განახორციელა სერვისის მიღების უარყოფა. ამ შემთხვევაში დადასტურება მოხდება ავტომატურად 48 საათში.
როდის არის თნხის დაბრუნება შესაძლებელი
თანხის დაბრუნება შესაძლებელია მაშინ როდესაც:
-
შეცდომით ან/და ზედმეტი თანხის გადმორცხვის შემთხვევაში
თუ მომხმარებელმა პირდაპირ შპს-ს საბანკო ანგარიშზე გადმორცხა თანხა, არაზუსტად მიუთითა შეკვეთის ნომერი ან/და გადმორიცხა ზედმეტი თანხა, ვიდრე საჭიროა მის მიერ შეკვეთილი სერვისის შესაძენად.
მსგავს შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ელ-ფოსტაზე info@followers.ge შეგვატყობინოთ დაუსრულებელი ან არასწორად შესრულებული ოპერაციის შესახებ და მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
- გადამხდელის სახელი, გვარი, ანგარიშის და საკონტაქტო ნომერი;
- ოპერაციის განხორციელების თარიღი;
- ჩარიცხული თანხის ოდენობა;
- აუცილებლია მიელზე კონტაქტი მოხდეს იმ ელ-ფოსტით, რომლითაც მომხმარებელი დარეგისტრირდა საიტზე followers.ge, თუ ეს არ ხერხრდება, მაშინ კომუნიკაცია უნდა მოხდეს ქაღალდმატარებლით წერილობითი ფორმით.
თანხის დაბრუნების მოთხოვნის განხილვა საჭიროებს არაუმეტეს 3 სამუშო დღეს. ხოლო თანხის ჩარიცხვა მოხდება გადაწყვეტილებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
2. თუ შეკვეთის სტატუსი არის “მუშავდება“
ამ შემთხვევაში მოხმარებელს შეუძლია საიტზე განთავსებული საკუთარი კაბინეტიდან მოახდინოს თანხის დაბრუნების მოთხოვნა. ამისათვის, მომხარებელი უნდა შევიდეს შეკვეთის დეტალებში და მონიშნოს სასურველი სერვისის გასწვრივ მდებარე ღიალკი (იხ. სქრინშოტი)
ამ შემთხვევაში, თანხის დადასტურების მოთხოვნა მოხდება ავტომატურად, ხოლო თანხის ჩარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის ვადაში.
3. მომხრებელმა შეცდომით შეუკვეთა სერვისი
თუ მომხმარებელმა შეცდომით შეუკვეთა სერვისი და სურს მის ნაცვლად სხვა სერვისის შეძენა, ამ შემთხვევაში თანხის დაბრუნება ხდება იგივე პროცედურით, როგორც ეს აღწერილია მე-2 პუნქტში, თუმცა ამ შემთხვევაში ეს თანხა აისახება მომხარებელის ანგარიშზე საიტის პროფილში, რომლის შემდეგაც მომხმარებელს ექნება საშუალება ხელახლა მოახდინოს სასურველი სერვისის შეკვეთა.
4. შეკვეთა ჩაიშალა ან შეკვეთის შესრულება მოცემულ მომენტში შეუძლებელია
შესაძლოა საიტზე იყოს ტექნიკური ხარვეზი (მიმდინარებოდეს განახლება, ტექნიკური სამუშაოები), ან ზოგიერთ მომენტში ზოგიერთი სერვისი ხელმისაწვდომი არ იყოს. აღწერილ შემთხვევაში followers.ge უკავშირდება მომხმარბელს მის მიერ მითითებულ საკონტაქტო საშუალებებით და აცნობებს თანხის დაბრუნების შესახებ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ფარგლებში, ხოლო თანხის ჩარიცხვა მოხდება არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
დოკუმენტის განახლება და დამატებითი ინფორმაცია
ეს დოკუმენტი ექვემდებარება პიეროდულ განახლებას.
დოკუმენტში ბოლო ცვლილება განხორციელდა 2024 წლის 19 ნოემბერს.