წესები და პირობები

1. წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს Followers.ge-ის პლატფორმაზე მომსახურების მიმღებსა და შპს „სმარტ სერვისი“-ს ს/ნ416311654 ( (შემდგომში „კომპანია“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას.

ვებსაიტ Followers.ge-ის და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებელებისა და კომპანიის წარმომადგენლების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც Followers.ge-ის პლატფორმა.


პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკის შესაბამისად;

ვინაიდან მომხმარებელს აქვს სურვილი გახსნას კომპანიის მიერ ოპერირებად პლატფორმაზე პირადი ანგარიში რათა, შესაბამისად, მომხმარებელმა მიიღოს, მომსახურება, კომპანია და მომხმარებელი თანხმდებიან წინამდებარე წესებსა და პირობებზე, რომლის საფუძველზეც მოხდება მომხმარებელის მიერ ანგარიშის გახსნა, გამოყენება და კომპანიის მიერ მომსახურებების მომხმარებელზე გაწევა;

გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე/რეგისტრაციამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს;

ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს კომპანიისს პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები;

Followers.ge-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებელის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე;

კომპანიის ვებ-გვერდის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით Followers.ge-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას;

წინამდებარე ხელშეკრულებაზე ელექტრონული მონიშვნით ვადასტურებ, რომ გავეცანი წესებსა და პირობებს, მათ შორის კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ დათქმას და ვეთანხმები მათ;


2. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

ანგარიში – ნიშნავს მომხმარებელის მიერ ვებსაიტის საშუალებით რეგისტრირებულ ანგარიშს;

ავტორიზაცია – ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს წინამდებარე წესების და პირობების მე-6 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;

ვებსაიტი – ნიშნავს კომპანიის ონლაინ გვერდს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომხმარებლის მიერ მომსახურების შეკვეთა და კომპანიის მიერ შემდგომი მომსახურების გაწევა;

გამოყენების წესები – ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებელის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან;

მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს კომპანიისაგან მიიღოს პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული მომსახურება;

კომპანია – ჩვენ ან ჩვენი ერთ-ერთი საიტი Followers.ge-ის, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შპს სმარტ სერვისი საიდენტიფიკაციო ნომერი: 416311654.

მომხმარებელი – ნიშნავს Followers.ge-ის პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომხმარებელს;

მხარეები – ნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებლებს;

Followers.ge-ის პლატფორმა – შპს „სმარტ სერვისი“-ის მიერ ოპერირებადი პლატფორმა;

ოპერაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება / კლიკი;

უნივერსალური იდენტიფიკატორები – კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (მათ შორის, სახელი, გვარი, ელ-ფოსტა და სხვა დამატებითი საჭირო ინფორმაცია რომელიც საჭიროა მომხარებლისთვის სასურველი მომსახურების მისაღებად), რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება პლატფორმაზე და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს Followers.ge-ის რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით;

3. პასუხისმგებლობები

განცხადებები და გარანტიები წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

მომხმარებელი არის 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი;

გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

უზრუნველყოს ნამდვილი მონაცემების მოწოდება, შემჩნეული შეცდომის შემთხვევაში დააზუსტოს მის მიერ წარმოდგენილი მონაცემები;

მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);

პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;

მისი ქმედება არ არის /არ იქნება მიმართული Followers.ge-ის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;

იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;

თანახმაა, ეფექტური მომსახურების გაწევისა და შეთავაზების მიზნით, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, Followers.ge-იმ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;

ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ ტექსტში, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია Followers.ge-ის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად;

4. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება

კომპანიის მომსახურებებით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს მოცემულ წესებსა და პირობებს,ხოლო ანგარიშის გახსნით ან ნივთის შეძენით ის ადასტურებს, რომ გაეცნო წესებსა და პირობებს და ეთანხმება მათ;

მომხმარებელი ვალდებულია უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს;

მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;

მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს Followers.ge-ის მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს (ტელ: +995 577 619319) და ასევე საიტზე რეგისტრირებული ელ. ფოსტიდან გააკეთოს შესაბამისი შეტყობინება Followers.ge-ის შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@followers.ge, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით;

პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს ან რეგულაციას. იგი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროს კომპანიას ყველა ზიანი, რომელიც მას მიადგა მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად;

მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა,ხოლო უარის შემთხვევაში გააუქმოს შესაბამისი ანგარიში;

5. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები

რეგისტრაციის/შეკვეთის განთავსების დროს მომხმარებელი ავსებს შემდეგ ველებს:

სახელი და გვარი;

პირადი ნომერი;

მობილურის ნომერი;

ელ. ფოსტა;

პაროლი;

გარდა ზემოაღნიშნულისა მომხმარებელის მიერ შეკვეთილი სერვისის მიხედვით, მას შეიძლება დასჭირდეს დროებით გააზიაროს სხვა საკომუნიკაციო საშუალებების ბმულები, ერთიჯერადი კოდები და ა.შ. მაგალითად: TeamViewer, Goolge meet, Zoom და ა.შ.


პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე, კომპანიის მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით;

პაროლის აღდგენის პროცესში მომხმარებელს შეყავს ელ. ფოსტა რომელზეც იგზავნება ერთჯერადი ბმული საიდანაც მომხმარებელი შეძლებს ახალი პაროლის დაყენებას;

მობილურის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის მაგალითდ სერვისის სტატუსის ცვლილება, გადახდის დადასტურება / უარყოფა და ა.შ. (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი – ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება (ელ.ფოსტის და პაროლის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში;

6. ავტორიზაცია

ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის მომხმარებელი გადის ავტორიზაციას;

ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით;

7. Followers.ge-ის მიერ შეთავაზებული პროდუქტები

წინამდებარე პლატფრომის მეშვეობით Followers.ge მომხმარებელს სთავაზობს მის ასორტიმენტში არსებულ რამდენიმე ათეულ მომსახურებას (მომსახურების სიის ნახვა შეძლებთ ამავე პლატფორმაზე, მენიუს შესაბამის განყოფილებაში);

8. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა

მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს პლატფორმის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეწყვეტას;

9. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა

მომხმარებელის მიერ ამ პირობებით და მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასურის სრულად და ჯეროვნად კომპანიისთვის გადახდა წარმოადგენს მისი ფულადი ვალდებულების შესრულებას;

10. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია ქ. თბილისი;

ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;

იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებით დავის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა, დავა განიხილება საქართველოს სასამართლოების მიერ;

11. ერთიანი ხელშეკრულება

წინამდებარე წესები და პირობები მომსახურების განხორციელების პროცესში დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან (მათ შორის, ამავე პლატფორმაზე საჯაროდ განთავსებული დოკუმენტიების – “კონფიდენციალურობის პოლიტიკა“, “თანხის დაბრუნების პირობები“) ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას.

 

დოკუმენტის განახლება და დამატებითი ინფორმაცია

ეს დოკუმენტი ექვემდებარება პიეროდულ განახლებას.

დოკუმენტში ბოლო ცვლილება განხორციელდა 2024 წლის 12 ნოემბერს.

უნიკალური სერვისები

ხელმისაწვდომი ფასები 100 ლარიდან!

სწრაფი შედეგები

ჩვენ ვმუშაობთ სპეციალური Timesheet სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების სწრაფ მიღწევადობას.

დისტანციური სერვისები

თქვენ ღებულობთ სასურველ შედეგს სახლიდან გაუსვლელად

99,99% გარანტია

ჩვენ გვაქვს მკაცრი სტანდარტები თანხის გადახდის და თანხის დაბრუნების ლოიალური პირობები